| |||||
| |||||
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |||||
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის, 75-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევასთან კონტაქტირებულთა მართვის დროს გასატარებელი დროებითი მეთოდური რეკომენდაციები” N1 დანართის შესაბამისად; ბ) "ინფექციის პრევენციისა და კონტროლის დროებითი რეკომენდაცია (გაიდლაინი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმწოდებლებისათვის“ N2 დანართის შესაბამისად; გ) „მგზავრების თვითგამოკითხვის კითხვარი“ N3 დანართის შესაბამისად; დ) „ინფორმირებული თანხმობის ფორმა იმ პირისთვის, რომელიც ტოვებს (COVID-19)-ით დაზარალებულ ქვეყანას და კვეთს საქართველოს საზღვარს (შემომსვლელთათვის)" N4 დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |